პლუტონი მეშვიდე სახლში

0
1787

ძლიერი, მიმზიდველი, ენერგიული ნატურაა, რომელიც ცდილობს გარდაქმნას გარშემომყოფები და გარდაიქმნას თავად. მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია პირადი ურთიერთობები და განსაკუთრებით ქორწინება, საიდანაც მას სწორედ იმის მიღება შეუძლია, რასაც ასე ძლიერად ელტვის გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად. იგი ცდის პარტნიორს, ეთამაშება, ირგებს უამრავ როლს, ცდილობს იყოს დომინანტი, ტკენს, მანიპულირებს, სარგებლობს მისი სისუსტეებით, ეთამაშება ემოციებზე, სიამოვნებასა და შხამს ერთმანეთს უნაცვლებს. საერთოდ მრავალმხრივ ახდენს მის პროვოცირებას და რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, სურს მიიღოს ეს ყველაფერი თავად. მას არ იზიდავს მშვიდი, უშუალო, მარტივი ურთიერთობა. აქ უნდა იყოს ცეცხლი და ნამდვილი დრამა. რატომ სჭირდება ეს ყველაფერი? — თვითშეცნობისა და ტრანსფორმაციისათვის. ზოგადად პარტნიორობა ქორწინებასა თუ საქმეში ამ ადამიანის ცხოვრების მთავარი გამოწვევაა. მას სურს დომინირება და სიტუაციის კონტროლი. აქვს კიდეც გავლენის მოხდენის ტალანტი. არ ურთულდება ადამიანთა სიმპატიის მოპოვება.

მისი ბუნებრივი პარტნიორი ძლიერი ენერგეტიკის, იდუმალი და მიმზიდველი ინდივიდია.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — ძლიერი მტრები სასტიკი მეთოდებით, პრობლემები ქორწინებაში, იგი ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვის, ხასიათდება დესტრუქციული ქმედებებით, აგრესია პირად ურთიერთობებში, გართულებები სხვადასხვა პარტნიორულ კავშირებში, უკიდურესი ეჭვიანობა და უკმარობის შეგრძნება.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია