პლუტონი მეექვსე სახლში

0
7959

ეს ადამიანი საქმეზე სრულყოფილად კონცენტრირდება და ბოლომდე იხარჯება, ფუნდამეტურად, უკანასკნელ დეტალამდე ასრულებს დავალებებს. ნამდვილ პროფესიონალიზმს ამჟღავნებს. აქვს ფიზიკური ძალებისა და ჯანმრთელობის აღდგენის უნარი. ხასიათდება შორსმჭვრეტელობითა და საქმეში კარგი ინტუიციით. მიუხედავად იმისა, რომ ერთგული დაქვემდებარებულია, დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ხელმძღვანელს, რადგან კარგად აქვს შესწავლილი მისი სისუსტეები. ტრანსფორმაციისა და პიროვნული ზრდის ადგილი სამსახურია, ნაყოფიერი და შედეგიანი მუშაობა მისი რეგენერაციის წყაროა. თვითშეფასების საზომიც სწორედ წარმატებულად შესრულებული ამოცანებია.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — ფანატიზმი საქმეში და ფიზიკური გადაღლა, რაც შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზულად შელახვის მიზეზი გახდეს, კონფლიქტები თანამშრომლებთან და ხელმძღვანელთან, აკისრებენ უამრავ ვალდებულებას სამსახურში.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია