პლუტონი მეხუთე სახლში

    0
    8484

    ეს ადამიანი თვითგამოხატვის ხელოვანია. საოცრად მიმზიდველი და ქარიზმატული ნატურაა, რომელიც პარტნიორთან სიღრმისეული კავშირის დამყარებისაკენ მიისწრაფვის. შეუდარებელი შარმის წყალობით ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი. ვნებიანი, რომანტიკული ბუნების ინდივიდია, რომელსაც მძაფრი ემოციური გამოცდილების ინტერესი აქვს. გარდაქმნასა და პიროვნულ ზრდას სწორედ სასიყვარულო ურთიერთობების მეშვეობით ახდენს. იგი ჩვეულებრივ დომინანტი მშობელია. იზიდავს რისკი და უზრამაზარ სიამოვნებას იღებს თამაშიდან, თამაშობს ყველგან და უამრავი ფორმით, მთელი გზნებითა და გატაცებით. ილტვის რომანტიკული თავგადასავლებისაკენ, პირად ურთიერთობებში მოსწონს როლური თამაშები. მის შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს, რადგან აქ გაერთიანებული ეფექტური თვითგამოხატვა, მძაფრი მგრძნობელობა და სიღრმეების წვდომის უნარი. წარმატებას მიაღწევს ხელოვნებაში, სცენაზე, სპოტში, საზოგადოებრივ ასპარეზზე. კარგი მონაცემია რეჟისორისათვის.

    სექსუალური ცხოვრება მისთვის უმნიშვნელოვანესია, რეგენერაციას სექსუალური ცხოვრებით ახდენს. ჰყავს განსაკუთრებით ნიჭიერი შვილები, შესაძლოა რომელიმე მათგანი დაბადებით გენიოსიც იყოს.

    უარყოფით გამოვლინებაში (როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — გარყვნილება, ბავშვები ქორწინების გარეშე, კონფლიქტი შვილებთან, ბავშვებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, გულგრილობა ხელოვნებისადმი, ან საკუთარი კრეატივის უაზროდ გაფლანგვა, გაუმართლებელი რისკი, გაუგებრობები სიყვარულში.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია