პლუტონი მეოთხე სახლში

0
8683

ამ ადამიანის ტრანსფორმაცია ქვეცნობიერის სიღრმიდან ხდება. ჰიპერმგრძნობიარე და ემოციურად არამდგრადია. როგორც წესი, ბავშვობიდან უამრავი ტრავმვა მოჰყვება და ამაში წვლილი მშობლებს მიუძღვის, განსაკუთრების იმ მშობელს, რომელსაც მართვის სათავეები ჰქონდა ხელში აღებული. მოგვიანებით მას უჩნდება ოჯახში დომინირების სურვილი, ან თავად ხდება დაქვემდებარებული. სწორედ ძველი ოჯახური სირთულეები მოქმედებენ მასზე დესტრუქციულად, ამიტომ თვითაღდგენისათვის მათი გაცნობიერება და გაფილტვრა უნდა მოახერხოს. ამის შინაგანი პოტენცია ნამდვილად გააჩნია, რადგან დაბადებით ფსიქოლოგია და გამოირჩევა მედიუმობამდე მისული მგრძნობელობით. ხშირად ინტერესდება ოკულტიზმით. შეიძლება იყოს საგვარეულო საიდუმლოებები. მის სახლში მუქი ფერები ჭარბობს.

უარყოფით გამოვლინებებში (როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — ეწინააღმდეგება ოჯახურ წესებს, ნორმებსა და ტრადიციებს, იტანჯება მარტოობით, სახლში უამრავი კონფლიქტია, აგრესია საახლობლო წრიდან.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია