მისი აზროვნება ხასიათდება სიღრმეებით, აქვს კარგი ანალიზის უნარი, ამჩნევს ისეთ ფარულ ტენდენციებს, რომლებიც სხვისი თვალისათვის უხილავი რჩება. მისი საუბრის სტილი მაგნიტური, ჰიპნოზური და დამაჯერებელია. სწორედ საკუთარი კომუნიკაციის ფორმის წყალობით შეუძლია ფართო მასებზეც კი მოიპოვოს გავლენა. შემეცნების პროცესში ახერხებს შესასწავლ ობიექტზე აბსოლუტურ კონცენტრაციას, ამიტომ მისი ცოდნა ღრმა და ფუნდამენტურია.
ეს მდებარეობა გამოადგება ნებისმიერ საქმეში, სადაც კვლევა, ძიება და ანალიზია საჭირო.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — ფსიქოლოგიური არამდგრადობა, პრობლემები მეტყველებაში, საკუთარი სამეტყველო ენერგოვიბრაციის უარყოფითად/ ბოროტად გამოყენება. დესტრუქციული აზრები, საფრთხე მგზავრობისას.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია