პლუტონი მეორე სახლში

0
8557

ამ ადამიანს გააჩნია საოცარი შორსმჭვრეტელობა, ინტუიცია და სიღრმე მატერიალური სიკეთის გამომუშავების საკითხში. ფული მისთვის თვითშეფასების საზომია. კარგად ლავირებს და მანიპულირებს სხვადასხვა ფინანსურ სპეკულაციებში. მას სურს ფულისაგან მოტანილი ძალაუფლება, პრინციპში ეს მთავარი რამ არის, რისთვისაც სიმდიდრე სჭირდება.

შესაძლოა ფსიქოლოგიური მანიპულირების რომელიმე მეთოდი გამოიყენოს სასურველი შედეგის მისაღწევად. კარგად აღიქვამს პოტენციურ წყაროებს და აბამს საჭირო კავშირებსა და კონტაქტებს. წარმატებული ბიზნესგეგმა მისი რეგენერაციის წყარო ხდება.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას, მატერიალური დანაკარგების და გაკოტრების საფრთხე, ვალები, შეფერხებები და პრობლემები ფულის გამომუშავებაში.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია