ზემგრძნობიარე ადამიანია, რომელიც უამრავ შინაგან ბრძოლას გადის, ქვეცნობიერი შიშებით და კომპლექსით აქვს სავსე. უკონტროლო ემოციების და მძაფრი განცდების გამო უჭირს წონასწორობის შენარჩუნება. მისი სულიერი ტრასფორმაციის ფორმა თვითჩაღრმავება, ავტოტრენინგი, მედიტაცია და პიროვნული იდუმალების წვდომაა. არ არის შემწყნარებელი არც საკუთარი თავის, არც სხვების მიმართ, თვლის, რომ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. დაბადებიდან ფლობს სულიერ ცოდნას, სულ სხვა საქმეა რამდენად აცნობიერებს ამას. ამ უკიდურეს განცდებს თან ახლავს საოცარი ანალიზის უნარი, ამიტომ პიროვნული განვითარების საფუძველზე მას ეძლევა შანსი უმაღლესი სულიერი პროგრამები განახორციელოს. ზედმიწევნით აღიქვამს არამატერიალურ სამყაროს, შეუძლია ტელეპატიური კავშირების დამყარება – კითხულობს სხვის აზრებს და გადასცემს საკუთარს. სენსორულად გრძნობს გარშემომყოფების განწყობას, მალევე შეუძლია გაშიფროს არსებული სიტუაცია. საოცარ ინტუიციას ფლობს. იზიდავს მისტიკა, ფსიქოლოგია, ოკულტიზმი, ეზოთერიკა. ამასთან ამ სფეროებში განსაკუთრებულ უნარებს ამჟღავნებს. ოსტატურად შეუძლია მანიპულირება – პირველ რიგში გადის ადამიანის გრძნობებზე, ძალიან მარტივად პოულობს მის მტკივნეულ და დაუცველ წერტილს, საბოლოოდ კი შეუძლია ისე ეთამაშოს სისუსტეებზე, რომ ვერავინ შეიტანოს ამაში ეჭვი.
ჰყავს ძლევამოსილი ფარული მტრები, ალკოჰოლი და ფსიქოტროპული საშუალებები მისი მთავარი ცდუნებაა. სიღრმის, სულიერების, გაცხოველებული ფანტაზიის, დამანგრეველი ემოციების წყალობით არცთუ იშვიათად წარმატებულია ხელოვნებაში. ეს პოზიცია, ასევე, მიუთითებს საიდუმლო ორგანიზაციის წევრობაზე, სადაც იგი განმარტოებით იმუშავებს.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – სხვების საზიანოდ ფარული მანიპულირება, უამრავი ინტრიგა, გადაჭარბებული მგრძნობელობა, მაგიური უნარების ბოროტად გამოყენება, არის ფსიქიური აშლილობისა და თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია