ეს ადამიანი ძლიერი სტატეგი და მკვლევარია ჯგუფურ საქმიანობაში, სასურველი მიზნისაკენ შეუძლია გადადგას სრულიად არაპროგნოზირებადი ნაბიჯები, იყენებს ინტუიციას, სენსორულად გრძნობს მომავლის ტენდენციებს, არ ეპარება ნაკლოვანებები და ჯგუფის წევრებს საკმაოდ უტაქტოდ მიუთითებს. ხშირად არაფორმალური ლიდერია, სურს ფარული გავლენის მოპოვება და კოლექტივის მართვა. ეს პოზიცია მიუთითებს რომელიმე ფარულ ორგანიზაციაში საქმიანობაზე. მისი სულიერი ტრანსფორმაცია საკუთარი იდეალების, მეგობრების და სხვადასხვა გაერთიანებების წყალობით ხდება. მეგობრებს ინტუიციით ირჩევს და როგორც წესი, ისინი განსაკუთრებული ენერგეტიკის მქონე ძლიერი ნატურები არიან, რომელთა წყალობითაც არაერთხელ აღმოჩნდება ექსტრემალურ სიტუაციებში.
იგი ბუნებით რეფორმატორია, მისი იდეალები, რომლისაკენაც ასე ისწრაფვის, შინაგან დონეზე ფორმირდება, თუმცა არაა გამორიცხული ისინი რამდენჯერმე გარდაიქმნას. ამ ინდივიდის ყველაზე დიდი გამოწვევა და შინაგანი ექსტრემი თავისუფლების ხარისხის აქამდე მიღწეულ ზღვარზე გადაბიჯებაა.
უარყოფით გამოვლინებაში (როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – დამანგრეველი ხასიათის ჯგუფებში გაწევრიანება – ტერორიზმი, შეუბრალებელი მეგობრები და ღალატი მათი მხრიდან, უარყოფითი გამოცდილება გაერთიანებებში და მათი ზიზღი. ილუზიური, უსაფუძვლო იდეალები, თავისუფლების იდეის დამახინჯებულად აღქმა, ჯგუფის წევრებით მანიპულაციის სურვილი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია