პლუტონი მეათე სახლში

0
7347

ეს ადამიანი თვითრეალიზებაში უზარმაზარ ენერგიას აბანდებს. კარიერული წინსვლა, სასურველი პოზიციის დაკავება და ძალაუფლების მოპოვება მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. გადამდები ენერგეტიკა აქვს, იცის როგორ მართოს მასები. საუბრობს დამაჯერებლად და არგუმენტირებულად. მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ამჟღავნებს საოცარ ნებისყოფასა და მოთმინებას. იცლება ბოლომდე, კვლავ აღიდგენს ძალებს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა ყვავილებით მოფენილი სულაც არაა, ბევრი წინააღმდეგობა, გამოწვევა და დაბრკოლება ხვდება და შესაძლოა მიღწეული წარმატება ხელიდან გამოეცალოს, მას ყოველთვის მოეძებნება შინაგანი რესურსები ყველაფრის თავიდან დასაწყებად. მისთვის ცოდნა, ინფრომაცია და გამოცდილება სხვებით მანიპულირების საშუალებებია. ბრწყინვალე სტრატეგია, რომელსაც აქვს შორსმჭვრეტელობა, ინტუიცია, ანალიზის უნარი, კარგად აფასებს მის რესურსებსა და ნაკლოვანებებს, სხვების ძლიერ და სუსტ მხარეებს, ეძებს და პოულობს საჭირო წერტილს, საიდანაც ყველაზე ეფექტური შეტევის განხორციელებაა შესაძლებელი. მისი შეუდარებელი, მძაფრი ენერგეტიკა გულგრილს არავის ტოვებს, მასებზე ჰიპნოზური ზემოქმედების უნარი აქვს. ასეთი გაცხოველებული თვითკონტროლის, რეჟიმის და მიზნისაკენ დაჟინებული სვლის გამო ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება. მას სურს გახდეს ავტორიტეტი, დაიმსახუროს პატივისცემა. სულიერი ტრასფორმაცია სწორედ კარიერული რეალიზების პროცესში ხდება.

კარგი პოზიციაა პოლიტიკოსისა და ფსიქოლოგისათვის. ხელოვანი ასეთი მდებარეობით შემოიტანს გარდამტეხ და ერთგვარად რევოლუციურ იდეებს, რომლებიც ერთდროულად შეიძლება გახდეს შოკისმომგვრელი, მაგრამ მაინც მისაღები.

უარყოფით გამოვლინებაში (როცა პლანეტა ან სახლი დაზიანებულია) – შეუბრალებელი ადამიანი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი საკუთარი მიზნებისათვის, მოულოდნელი კრახი კარიერაში, ზეამბიციურობა, სისასტიკე, კონფლიქტები უფროსებთან, არასასურველი პოპულარობა.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია