ეს ადამიანი გამოირჩევა ყოვლისმომცველი ენერგეტიკით, აქვს მძაფრი განცდები და ღრმა მგრძნობელობა. მისი გარეგნობა იდუმალია. საოცარი ინტუიციის წყალობით სიტუაციის არსში გარკვევა ერთი გადახედვით შეუძლია, ამიტომ მასთან სიცრუე არ ჭრის, სიყალბისა და ტყულის მცდელობასაც იმთავითვე შიფრავს. მისი განვითარების ,,დიაპაზონი” პირველყოფილი ინსტიქტებიდან სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურამდე მერყეობს. ადამიანებზე ჰიპნოზული ეფექტის მოხდენისა და გავლენის მოპოვების ტალანტი აქვს. იგი ინსტიქტურად შეიგრძნობს ინდივიდის ძლიერ და სუსტ მხარეებს. შეუძლებელია მის მიმართ გულგრილი დარჩეთ — ან საოცარ სიმპატიას და პატივისცემას გამოიწვევს, ან შეგეჯავრებათ. ბუნებით ინტროვერტია. სურს შეიცნოს საკუთარი თავის სიღრმეები, გააცნობიეროს შესაძლებლობები
მძაფრი სექსუალური ენერგიით გამოირჩევა, რასაც კარგად გრძნობენ გარშემომყოფები.
როცა სჭირდება მისი სახე იმდენად უმეტყველოა, რომ ერთ ემოციასაც ვერ ამოიკითხავთ. შეუძლია რეგენერაცია.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც სახლი, ან პლანეტა დაზიანებულია) — აგრესიულობა, წყენის დამახსოვრება, გამძაფრებული ინსტიქტები და ფობიები, მანიპულირებისაკენ მიდრეკილება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია