ნეპტუნი მეცხრე სახლში

0
5630

სულიერი ლიდერის პოზიციაა.

მისი იდეალები, რომლებისაც ასე თავგამოდებულად სწამს, სულაც ვერ დაიკვეხნის სიმკვეთრითა და სიცხადით, ისინი დიდწილად აბსტრაქტული და გაურკვეველია, თუმცა სულიერება ნამდვილად არ აკლია. ნეპტუნი აქ იძლევა ბრმა, ექსტრაორდინალური რწმენის ტენდენციას, ზოგადად მისი რწმენათა სისტემა უტოპიურია, აცდენილია რეალობას და ადამიანური ბუნებისთვის გაუგებარია – სხვებისთვის თავგანწირვა, ღვთიური სიყვარული, უმაღლესი სულიერება, თანადგომა. სამაგიეროდ თავად ახდენს მათ იდეალიზებას და რომანტიკის საბურველში ახვევს.

მისი მსოფლმხედველობა ფორმირდება ინტუიციით, წარმოსახვით და საზრდოობს ქვეცნობიერის სიღრმიდან.

უმაღლესი განათლების მიღების პროცესი ერთგვარად დარღვეულია, რადგან მას უსისტემოდ მიჰყვება და ამიტომ დასრულება უჭირს. ეფექტურად შეიმეცნებს მოგზაურობების წყალობით, რადგან ახალი შთაბეჭდილებები და რომანტიკული თავგადასავლები მისი გონებისათვის ძალიან ეფექტური მაპროვოცირებელი საშუალებაა. ინტერესედება სხვადასხვა კულტურების მიერ დაგროვილი სულიერი სიბძნით.

ცხოვრობს დღევანდელი დღის ცხოვრებით, უყურადღებოა პრაქტიკული დეტალების მიმართ. ეხერხება მარკეტინგი და პრომოუშენი, რადგან კრეატიული ფორმებით ახერხებს ადამიანების დარწმუნებას.

იგი კარგი მასწავლებელია, შეუძლია გაიაზროს მოსწავლის მდგომარება და თანაუგრძნოს მას.

მარტივად ამყარებს კონტაქტებს უცხოელებთან, არ უჭირს უცხო ენების ათვისება, მოგზაურობა მისთვის რომანტიკულ თავგადასავლებთან ასოცირდება.

უარყოფით გამოვლინებაში – არაპრაქტიკული იდეები, უცნაური კავშირები საზღვარგარეთ, საფრთხე გემით მოგზაურობისას, დაბალი კონცენტრაცია და უნებისყოფობა უმაღლესი განათლების მიღებისას.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია