ნეპტუნი მერვე სახლში

0
6221

ამ ინდივიდის ტრასფორმაცია ქვეცნობიერიდან ხდება და გადის სულიერ პროცესებს. გამოირჩევა შთამბეჭდავი წარმოსახვით, მძაფრი წინათგრძნობით გაცხოველებული ფანტაზიითა და ბრწყინვალე ინტუიციით. ტელეპატიური კავშირზე გასვლის, ჰიპნოზის, პიროვნული სიღრმეების წვდომის და მედიუმის უნარები აქვს. ამიტომ მისი ინტერესების სფეროებს ხშირად განეკუთვნება სულიერი სწავლებები, მაგია, ფსიქოლოგია, ოკულტიზმი, ეზოთერიკა.

ძალიან კარგად მანიპულირებს ფინანსური ოპერაციებით და შეუძლია შეუმჩნევლად მიითვისოს სხვების ქონება.

სექსუალურ კავშირსაც ხშირად მისტიკური ელფერი დაკრავს, მისთვის იგი მედიტაციის ფორმაა და რეალობიდან თავის დაღწევაში ეხმარება. ამ შემთხვევაში მისთვის პარტნიორზე მნიშვნელოვანი საკუთარი შეგრძნებების სიმძაფრეა.

უარყოფით გამოვლინებაში – თაღლითი პარტნიორი, რომელიც ფლანგავს მის რესურსებს, ტანჯავს საკუთარი ზებუნებრივი უნარები და არ სურს თვალი გაუსწოროს მათ, პანიკურად ეშინია სიკვდილის, აქვს უამრავი ტიპის ფობია, ნარკოდამოკიდებულების საფრთხე, ხშირად ცდილობს გაექცეს რეალობას, ვირუსული დაავადებების საფრთხე, ფსიქოლოგიური გადახრები – რეალურსა და ირეალურს შორის ზღვარის წაშლა, სექსუალური კავშირიდან ინფექციის აღების საფრთხე.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია