ნეპტუნი მეშვიდე სახლში

0
7889

მისი ყველა ადამიანური კონტაქტი და პარტნიორული კავშირი გაურკვევლობით, პარადოქსულობით და ქაოტურობით გამოირჩევა. ამ ადამიანის პარტნიორები საქმეშიც და ქორწინებაშიც საკმაოდ უცნაური ინდივიდები არიან.

მას უჭირს აღიქვას ქორწინების პარტნიორი რეალურად, იგი უფრო მის წარმოსახვაში არსებობს, აიდეალებს მას და აქვს დიდი მოლოდინები. სინამდვილესთან მტკივნეული შეჯახების წყალობით, იგი საბოლოოდ დაინახავს მის სახეს. იგივე სცენარი ვრცელდება თანამშრომლებსა და სოციუმზეც, ადამიანებზე ყოველთვის გაცილებით დიდ იმედებს ამყარებს, ისინი ბევრად უკეთესები ჰგონია, თანამშრომლობის დროსაც უამრავ კომპრომისზე მიდის და ბევრ წვრილმანს არ აქცევს ყურადღებას, საბოლოოდ კი იმედები უცრუვდება.

ისწრაფვის დაამყაროს შინაგანი, ღრმა, სულიერი კავშირები საქორწინი პარტნიორთან, საზოგადოებასთან, თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორთან. ნებისმიერ ურთიერთობას თავიდანვე რომანტიკის საბურველში ახვევს. ხშირად პლატონური კავშირები მხოლოდ იმიტომ იზიდავს, რომ ასე რეალობისთვის თვალის გასწორება არ უწევს.

ფრთხილად უნდა იყოს ოფიციალური დოკუმენტების გაფორმების დროს, რადგან ნეპტუნს აქვს უნარი დაბინდოს გონება. არის შანსი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩეს, ან არასწორად აღიქვას.

ხალხის აზრი მასზე საოცრად მოქმედებს. ამიტომ ამგვარი ზეწოლა მისით მანიპულირების საშუალებაა. არასოდესაა გულგრილი იმის მიმართ, რას იტყვიან და როგორ მოიქცევიან სხვები.

საუკეთესო შემთხვევაში იგი ქორწინდება სულიერი ნათესაობის გრძნობით, მისი მეუღლე მგრძნობიარე, მზრუნველი, ალერსიანი ნატურაა, რომელიც მუდმივად უცხადებს თანადგომას. უარეს შემთხვევაში კი ეს ადამიანი ქორწინდება საკუთარ ილუზიებზე, მისი ცხოვრების თანამგზავრი კი შეიძლება აღმოჩნდეს თაღლითი, არასანდო და მატყუარა. ასევე არის შანსი ფსიქიური პრობლემების მქონე, ჰიპერმგრძნობიარე პარტნიორის.

საერთოდ, მისი ბუნებრივი პარტნიორი მგრძნობიარე, რომანტიკული და იდეალისტია.

ჩვეულებრივ აქვს რაიმე ტიპის ტალანტი ხელოვნებაში, მინიმუმ კარგად ერკვევა მასში.

უარყოფით გამოვლინებაში – ხალხი მას არასწორად აღიქვამს და დაუმსახურებელ იარლიყებს აწებებს, სრულიად დამოკიდებული ხდება პარტნიორულ კავშირებზე, ავადმყოფურად ეშინია ხალხის აზრის, უსუსურია მტრებთან ბრძოლაში, არაპატიოსანი პარტნიორები. იმედგაცრუებები ურთიერთობებში.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია