ეს ადამიანი მზადაა ან ბოლომდე გაიღოს საკუთარი თავი საქმისთვის, ან მის მიმართ ავლენს სრულ გულგრილობას და არაპრაქტიკულობას. საერთოდ ნეპტუნი ადუნებს კონცენტრაციის უნარს, ამიტომ რუტინა სამსახურში ამ ადამიანისათვის გამანადგურებელია, იგი ხშირად მიჰყვება ფიქრების, ოცნებებისა და წარმოსახვის ჩანჩქერს, შესაბამისად ჩამორჩება სამუშაო პროცესს.
მისთვის სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია თბილი გარემო. მოსწონს მზრუნველობის გამოვლენა და მიღება.
საქმეში უსისტემოა, საკუთარი დროის მენეჯმენტსაც ვერ ახერხებს, მისი გეგმები არათანმიმდევრულია, სამუშაო პროცესის სტრუქტურა საერთოდ არ არსებობს.
ხშირად შრომის შედეგს ვერ იღებს და არ აქვს ნორმალური შემოსავალი.
მისი ჯანმრთელობა საოცრად რეაგირებს გარე მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, საჭიროა პირველივე ნიშნებზე მიაქციოს ყურადღება თავს, რადგან ჯანმრთელობის სიძლიერით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. არსებობს გაურკვეველი, უცნაური დაავადებების გაჩენის საფრთხე. არც ნერვული სისტემა აქვს ძლიერი.
უარყოფით გამოვლინებაში – ვერ ახერხებს სამუშაოზე კონცენტრირებას, აქვს პრობლემები თანამშრომლებთან, საერთოდ სამსახურში ბევრი ინტრიგა და ჭორია. ფსიქიკური აშლილობის საფრთხე, იტანჯება იპოქონდრიით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია