ძალიან რომანტიკული, შემოქმედებითი ნატურაა, რომელიც აიდეალებს როგორც სიყვარულს, ისე მისი ინტერესის ობიექტს, ამიტომ ხშირად ღალატობს რეალობის შეგრძნება და იმედგაცრუებული რჩება. სიყვარულს მისთვის მისტიკური ელფერი დაკრავს, იგი პლატონური და ამაღლებულია. იტაცებს ჩახლართული, იდუმალი, უცნაური რომანტიკული თავგადასავლები. ხშირად ავლენს დიდსულოვნებასა და ალტრუიზმს.
მისი შემოქმედებითობა იკვებება არა იმდენად გარეეფექტებიდან და სილამაზიდან, რამდენადაც ქვეცნობიერიდან და სულიერი სიღრმეებიდან.
თვითგამოხატვისას ზემოგრძნობიარეა, კრეატივი კი მართლაც შთამბეჭდავი წარმოსახვისა და ფანტაზიის წყალობით საზრდოობს, ამიტომ შესანიშნავი პოზიციაა იმ ხელოვანი ადამიანებისათვის, რომლებსაც ცოცხალი ექსპრესია სჭირდებათ — კინო, მუსიკა, თეატრი, მაღალი კლასის არტისტულობა.
შვილებთან სულიერ კავშირს ამყარებს და ისინი, როგორც წესი, ძალიან მგრძნობიარეები არიან. შესაძლოა ჰყავდეს ბავშვი არარეგისტრირებული კავშირიდან, ან დახვდეს გერი.
უარყოფით გამოვლინებაში – შვილებთან დაკავშირებული გაუგებრობები, უცნაური ურთიერთობები მათთან, უკიდურესად შიშობს მათ გამო. აზარტული თამაშების ცდუნება, რასაც მისი ნებისყოფა ვერ უმკლავდება. ხშირად აგებს ილუზიებს სიყვარულში, რეალურად არარსებული სასიყვარულო კავშირი შეუძლია დაიჯეროს. თაღლითობს აზარტული თამაშებისას. უსურია საკუთარი ინსტიქტების წინაშე, ამიტომ ხშირად მიჰყვება ვნების ძახილს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია