ნეპტუნი მეოთხე სახლში

    0
    4908

    ამ ინდივიდის ქვეცნობიერი უამრავ შეგრძნებას ბადებს, ამიტომ იგი ზესენსიტიურია. შეუძლია სხვებისთვის თავგანწირვა. ოჯახის წევრებთან თბილი ურთიერთობა აქვს. მოსწონს გარშემომყოფებზე ზრუნვა. თავისი უნიკალური მედიუმური ,,რადარის” წყალობით ზედმიწევნით შიფრავს ადამიანების ემოციურ მდგომარეობას და შინაგან იმპულსებს. მიუხედავად ამ ზებუნებრივი უნარებისა მისევე თავის შეცნობა გაცილებით ურთულდება. წინათგრძნობა და ინტუიციაც განვითარებული აქვს. ახდენს ოჯახური კერის იდეალიზაციას.

    იგი შინაგანად დამოკიდებულია სამშობლოზე, იმ სახლზე, სადაც გაიზარდა, მშობლებზე. მისი იდეალური ოჯახი სითბოთი, თანაგრძნობით, სიყვარულით და მზრუნველობით არის სავსე. მიუხედავად ამისა, ხშირად უწევს საცხოვრებელის შეცვლა. ნეპტუნის ეს მდებარეობა უმეტესად ნიშანია ადამიანის რეალური წარმომავლობის ბუნდოვანების, ასევე არის საგვარეულო საიდუმლოს არსებობის შანსი. ჩვეულებრივ, დედა მზრუნველი და მოსიყვარულე ჰყავს, რომელიც ხშირად ილუზიებში ცხოვრობს. შესაძლოა რომელიმე მშობელი ალკოჰოლიკი, ან ფსიქოტროპულ საშუალებებზე დამოკიდებული იყოს.

    ცხოვრების მეორე ნახევარს, როგორც წესი, მარტოობაში ატარებს.

    უარყოფით გამოვლინებაში – გაუგებრობები ოჯახურს ცხოვრებაში, ინდივიდი ფსიქოლოგიურად დაუცველია, ხშირად სტანჯავს ნოსტალგია, ვერ პოულობს იმ ემოციურ უსაფრთხოებას, რომელსაც ასე ელტვის. უცნაური სიტუაციები ოჯახში, კონფლიქტები მშობლებთან, მოსწონს საკუთარი თავის სიბრალული და მსხვერპლის როლში ყოფნა, მომეტებული ეგოიზმი.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია