ნეპტუნი მესამე სახლში

0
7868

ამ ადამიანის მეტყველება ხასიათდება პოეტურობით და ხატოვანი აღწერით, იყენებს ყველა შესაძლო მხატვრულ ხერხს, ლამაზ შედარებებს, ზედმიწევნით პოულობს საჭირო სიტყვებს, რომლებიც გულამდე მიდის, მისი მონოლოგი ძალიან შთამაგონებელია. მთელი სხეულით გრძნობს მსმენელს. უნდა ითქვა, რომ საუბრის ამ მანერის ძლიერი მხარე ადამიანურ გრძნობებზე ზემოქმედების უნარია და არა მკაცრი ლოგიკა. ეს პოეტების, მწერლების და მუსიკოსების პოზიციაა.

ინტუიცია არასოდეს გააწბილებს, როდესაც საქმე კავშირების დამყარებას შეეხება, გრძნობს რომელი კონტაქტის დამყარებაა მისთვის განსაკუთრებით სასარგებლო. მიღებული ინფორმაციის გადახარისხება, ასევე, ინტუიციურ დონეზე ხდება. თანაგრძნობით და სითბოთი სავსე ურთიერთობა აქვს და-ძმასთან და ნათესავებთან.

ვინაიდან კონცენტრაცია ძალიან უჭირს, ბავშვობაში ათვისება ურთულდება, უსისტემოდ სწავლობს და ხშირად არ ჰყოფნის შემეცნების პროცესისათვის საჭირო ნებისყოფა. ლოგიკა და მათემატიკა მისი სუსტი მხარეა.

უარყოფით გამოვლინებაში – ვერ ამყარებს კავშირებს ადამიანებთან გადაჭარბებული სიმორცხვის გამო, საოცრად ოსტატურად ტყუის და ხშირად ამისთვის მიზეზი არ სჭირდება, გაუგებრობები და-ძმებთან და ნათესავებთან, ვერ ახერხებს კონცენტრაციას სუსტი ნებისყოფის გამო.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია