ეს ადამიანი ინტუიციით ხვდება საიდან შეიძლება მიიღოს ფინანსური სარგებელი, მეტიც ზოგჯერ მასთან შემოსავალი პარადოქსულად, სრულიად წარმოუდგენელი გზებით მოდის. ძალიან არაპრაქტიკული და არარაციონალური დამოკიდებულება აქვს ფულთან. იგი ხარჯავს არა გონივრულად, არამედ ემოციებიდან და გრძნობებიდან გამომდინარე. მოსწონს ლამაზი საგნები. ზოგადად ნივთები მისთვის ცოცხალი არსებებივითაა, შეუძლია მთელი გულით შეიყვაროს ისინი, უჭირს გარკვევა რომელი საჭიროებაა მისთვის პირველხარისხოვანი და რომელი ნაკლებად მნიშვნელოვანი. ხშირად დაუნანებლად ფლანგავს საკუთარ რესურსებს რომანტიკული მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.
ქონებასა და საკუთრებასთან შინაგან, სულიერ კავშირს ამყარებს, არც მატერიალური ღირებულებების გაიდეალებაა მისთვის უცხო.
ურყოფით გამოვლინებაში – ფინანსური თაღლითი, მიუღებელი თამაშის წესები, გაუგებრობები ფულთან დაკავშირებით, ფინანსური სიდუხჭირე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია