ნეპტუნი მეთორმეტე სახლში

0
5949

იგი ბუნებით მარტოსული ადამიანია, რომლის სიღრმეშიც ირეალური სამყარო დუღს. ზემგრძნობიარეა, მდიდარი შინაგანი სამყარო, მძაფრი წარმოსახვა და ფანტაზია აქვს. მისი უნარები ვლინდება ეზოთერიკაში, ოკულტიზმში, ფსიქოანალიზში, ხელოვნებაში, ფოტოგრაფიაში, კინემატოგრაფიაში, მუსიკაში, ფერწერაში, საქველმოქმედო საქმიანობაში.

მისი სულიერი სიბრძნე თანდაყოლილია, არასოდეს უნელდება სხვების დახმარების და თანაგრძნობის სურვილი. ეს არის ბერებისა და განდეგილების პოზიცია.

მას აინტერესებს და იზიდავს ადამიანის სიღრმეში მიმდინარე პროცესები და მასში ჩადებული ღვთიური არსი. გარესამყაროს ინსტიქტურად შეიგრძნობს.

უარყოფით გამოვლინებაში – ტყუილები, თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე, ილუზიები, შიშები, კომპლექსები, რეალობიდან გაქცევის მცდელობები, დეპრესია, ფსიქოლოგიური დაუცველობა, მარტოობის ფობია, ნარკოდამოკიდებულების საფრთხე.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია