ნეპტუნი მეთერთმეტე სახლში

0
5142

ახდენს მეგობრებისა და მეგობრული ურთიერთობების იდეალიზებას. დიდ იმედებს ამყარება მათზე, შესაძლოა ილუზიური წარმოდგენებიც შეიქმნას, რის გამოც იმედგაცრუებას ვერ გაექცევა.

სამეგობროდ იზიდავს რომანტიკული ბუნების, მგრძნობიარე, დიდი წარმოსახვის მქონე, იდუმალი ინდივიდები. საუკეთესო შემთხვევაში მისი მეგობრები მაღალი სულიერების, თანაგრძნობის და თანადგომის უნარის მქონე, მზრუნველი ადამიანები არიან, რომლებიც ბევრ სითბოსა და ყურადღებას აძლევენ და მუდმივად ცდილობენ პიროვნულ განვითარებას. უარეს შემთხვევაში კი ისინი ფსიქიურად არამდგრადი ალკოჰოლიკები და ნარკომანები არიან.

მეგობრობაში მზადაა თავგანწირვისა და ღრმა გაგებისთვის. თუმცა შესაძლოა ამგვარ კავშირებზე უკიდურესად მიჯაჭვული გახდეს.

ეძებს სულიერი ნიშნით გაერთიანებულ ჯგუფებს, იზიდავს საიდუმლო გაერთიანებები.

იგი ბუნებით ჭეშმარიტი იდეალისტია.

სოციუმში წარმოშობილი ტენდენციების ტალღებს სენსორულად გრძნობს.

უარყოფით გამოვლინებაში – რეალობას მოწყვეტილი მიზნები, გაუგებრობები ჯგუფში, ტყუილები მეგობრების მხრიდან, უამრავი გაუგებარი სოციალური კონტაქტი, ცუდი სამეგობრო წრე.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია