იგი პირწავარდნილი იდეალისტია და ილუზიების მსხვერპლიც ხშირად ხდება. გამოირჩევა ძლიერი წარმოსახვითა და ფანტაზიით.
კარიერულ წინსვლაში ამ ადამიანს ეხმარება საკუთარი ინტუიცია. პოზიციიდან პოზიციაზე საკმაოდ პარადოქსულად, უცნაური ხერხებითა და მეთოდებით გადადის, თუმცა ამგვარი წინსვლა მოკლებულია ყოველგვარ სისტემას, მას ქაოტური სახე აქვს – შვიდი საფეხურით ზემოთ, ხუთი საფეხურით ქვემოთ. მისი საქმიანი გეგმები არ გამოირჩევა პრაქტიკულობით და განსაზღვრულობით. სტატუსს ინსტიქტით გრძნობს. არასოდეს ტოვებს შეგრძნება, რომ რაღაც მისია აქვს შესასრულებელი. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დადებული შეთანხმებები ყოველთვის ბუნდოვანია.
ნიჭის რეალიზებისთვის სხვებზე მეტი დრო სჭირდება, რადგან უჭირს ცხადად აღიქვას საკუთარი ტალანტი და რეალური ინტერესები. ნეპტუნი პროფესიის არჩევის დროსაც აბნევს მას და ხშირად არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, ამიტომ მოგვიანებით ეს გადასახედი ხდება.
კარგია თუ მისი საქმიანობა დაკავშირებული იქნება სულიერებასთან, ხელოვნებასთან და ფსიქოლოგიასთან – მწერლობა, კინო მუსიკა, სამსახიობო ხელოვნება, ფსიქოანალიზი, სულიერი ლიდერობა.
უარყოფით გამოვლინებებში – გადაჭარბებული წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე, ან უკიდურესად დაცემული თვითშეფასება, ილუზიები, თავის მოტყუება, კონფლიქტები ხელმძღვანელებთან და ხელქვეითებთან. ინტრიგების გამო პოზიციის დაკარგვა. უსისტემობის მიზეზით ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა, არამდგრადი ფსიქიკა, არარეალისტური გეგმები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია