ნეპტუნი პირველ სახლში

0
7975

ამ ზემგრძნობიარე ადამიანს იდუმალი გარეგნობა და მისტიურად დანისლული თვალები აქვს. გარესამყაროს ბუნდოვნად ხედავს, რეალობის აღქმა უჭირს. უყვარს ოცნება, აქვს ძლიერი წარმოსახვა და ფანტაზია, ქვეცნობიერი ხშირად ცნობიერზე დომინირებს. ძალიან რომანტიკულია. გამოირჩევა საოცრად განვითარებული ინტუიციითა და წინათგრძნობის უნარით. ხშირად სხვების გავლენის ქვეშ ექცევა, ზოგადად არაა რთული მასზე შთაბეჭდილების მოხდენა. აქვს თანაგანცდისა და თანაგრძნობის უნარი. ყოველთვის მზადაა დათმოს, რადგან კონფლიქტები ძალიან აშინებს. პასუხისმგებლობის თავზე აღება მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.

ხშირად ინტერესდება ხელოვნებით, ფსიქოლოგიით, მუსიკით, მხატვრობით, სულიერი ცოდნით.

უარყოფით გამოვლინებაში – უპასუხისმგებლობა, სიზარმაცე, ტყუილები, შეუძლებელია მასზე დაყრდნობა, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გაჩენის საფრთხე, უსარგებლო ილუზიები, უნებისყოფობა, უინიციატივობა, ფსიქოლოგიური პრობლემები, დაწეული თვითშეფასება, დეპრესია და შიშები.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია