ეს პოზიცია მიუთითებს ადამიანის სურვილზე გაექცეს ყოველდღიურ რუტინას. აქვს ფილოსოფიური ხედვები. დაინტერესებულია უცხო კულტურებით და ხალხით. ძალიან უკმაყოფილო და აღელვებულია, როდესაც კონკრეტული მიზანი არ აქვს დასახული. მოგზაურება მისთვის ემოციებით კვების წყაროა. გააჩნია უმაღლესი იდეალები და ოცნებები, ძლიერი რწმენათა სისტემა, თუმცა ხშირად რელიგიური დოგმატიზმისათვის თავის დაღწევა უჭირს. მუდმივი წყურვილი გაექცეს უღიმღამო ცხოვრებას. სიახლეები, ცვლილებები სჭირდება ბედნერებისათვის. შესაძლოა ეს იყოს მაჩვენებელი უცხოელზე ქორწინების. იჩენენ განსაკუთრებულ ინტერესს სულიერი თუ რელიგიური თემების მიმართ. თუმცა შეხედულებების ფორმირების დროს ემოციების გავლენა უფრო დიდია, ვიდრე გონების. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი რომანტიკოსია. შორეულის და უცნობის შესწავლის სურვილი წვავს. წარმოსახვა ძლიერი აქვს, ერთდროულად არის მეოცნებე და მოაზროვნე. შინაგანიდან ხდება სტატუს კვოს შეცვლის პროვოცირება. დამახასიათებელია უამრავი ინტერესი და ჰობი. მოგზაურობის დროს მიღებული გამოცდილება და ცოდნა მისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია ცხოვრებაში. ცდილობს თავისი იდეალის რეალიზებას, თუმცა უარყოფით გამოვლინებაში შესაძლოა ასევე უკიდურესი ფორმებით ჩაიქნიოს ყველა იდეალზე ხელი და გახდეს უსაქმური, რომელიც მთელ დროს უსაგნოდ ხეტიალში ატარებს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია