მთვარე მერვე სახლში

0
13680

ერთი მხრივ ამ ადამიანებს სჭირდებათ ემოციური დაცულობა, მეორე მხრივ კი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის დადგენას ცდილობენ. ამიტომ გამოწვევების მისაღებად ხშირად იცვლიან ცხოვრების მანერას ან გარდაიქმნებიან შინაგანად. აქვთ საოცრად გამძაფრებული ინტუიცია, რომელიც ასაკთან ერთად უფრო ვითარდება.  იტაცებთ ფსიქოლოგია, ტაბუები, საიდუმლოებები და ყველა ის ცოდნა, რაც დაფარული და აკრძალულია. მოსწონთ რისკი და მძაფრი შეგრძნებები. ვნებიანი ნატურები არიან. სექსუალური მღელვარება და სექსუალურ პარტნიორთა ხშირი ცვლის სურვილი ასევე დამახასიათებელია მათთვის. ეს ყველაფერი კი შესაძლოა ემოციური დაუცველობის სიმპტომი იყოს. ინტიმური კავშირების დამყარების სურვილი უფრო ემოციური საჭიროებაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ განწყობა ხშირად იცვლება მიზნისაკენ მიმავალ გზაზე და ეს შესაძლოა მთავარ დაბრკოლებად იქცეს. ახასიათებთ მესაკუთრეობა და ეჭვიანობა, ამ თვისებებთან ბრძოლაა საჭირო. სინამდვილეში იგი მძაფრი მგრძნობელობის, ინტიმური, ღრმა და საკმაოდ ლოიალურია პარტნიორთან. ხშირად ძალიან ჩაკეტილები არიან და არავის უშვებენ ახლოს. თუნდაც ვინმეს პიროვნული ინტერესის საგანი გახდნენ, ცდილობენ დაიკავონ დისტანცია. თავის გრძნობებში ეს ადამიანები ძალიან გულწრფელები არიან და სხვებისაგან მოითხოვენ ყველაფერს ან არაფერს. გააჩნიათ პასუხისმგებლობის მძაფრი გრძნობა. მათთვის დაცულობის შეგრძნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. შესაძლოა გამოხატონ პროტესტიც.

დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური გარყვნილება, გარკვეული სახის კომპლექსები, დეპრესია, დესტრუქციული მიდრეკილებები.

არის მემკვიდრეობის მიღების შანსი.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია