ამ ადამიანს პარტნიორის ყოლის დიდი მოთხოვნილება აქვს, რათა მუდმივად ჰქოდეს ემოციური თანადგომა. მარტო რა საქმეც არ უნდა გააკეთოს, ვერაფერი მიანიჭებს სრუფასოვან ბედნიერებას. მხოლოდ პარტნიორს შეუძლია მასში გააღვივოს ის გრძნობები, რომლის არსებობის შესახებ ეჭვიც არ აქვს — შეყვარებული სჭირდება საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად, რომ გააცნობიეროს საკუთარი სურვილები და საჭიროებები. ემოციური კმაყოფილებაც სწორედ კავშირების შედეგად მოდის. შესაძლოა რამდენიმე ურთიერთობა წამოიწყოს ერთმანეთის მიყოლებით და ყოველთვის სჯეროდეს, რომ ეს არის ის ერთადერთი. ურთულდება რომანებს შორის საკუთარ თავს დრო მისცეს, მაგრამ სწორედ ეს სჭირდება, მარტოობის შიშის გამო სასწრაფოდ არ უნდა წამოიწყოს ახალი ურთიერთობა. სხვების საჭიროებებს პატივს სცემს და ამის გამო იგი მოსწონთ. მთავარია არ გახდეს მეტისმეტად დამოკიდებული პარტნიორზე, არც უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ისიც ისევე მოეპყრობა, როგორც თავად ეპყრობა მას. საოცრად სჭირდება ემოციური მხარდაჭერა, ამისათვის დიდი სამეგობრო წრეც ყავს. მის ურთიერთობებში ქალები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მარტივად ექცევა სხვების გავლენის ქვეშ.
აქვს მძაფრი სურვილი გახდეს მისაღები სოციუმისათვის. არ შეუძლია იყოს ,,მარტოსული მგელი”. უმეტესწილად ქორწინდება ადრე, რადგან საკუთარი ოჯახი და ადგილი სოციუმში მისთვის უსაფრთხოების გარანტიაა. მისი ბუნებრივი პარტნიორი კაპრიზული და მგრძნობიარეა.
კარგად გრძნობს პუბლიკას. ეს შესაძლოა გახდეს მრავალშვილიანობის მაჩვენებელი. მამაკაცისთვის ეს გაცილებით მომგებიანი მდებარეობაა.
უარყოფით გამოვლინებები (დაზიანებული მთვარე) მეუღლემ შესაძლოა დათრგუნოს და ბევრი ახალი კომპლექსი შესძინოს, ცუდი ურთიერთობა მშობლებთან, განსაკუთრებით დედასთან. შესაძლოა დედამ მოახდინოს გავლენა ქორწინებაზე. მდედრობითი სქესის ღია მტრები ჰყავს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია