მთვარე მეექვსე სახლში

    0
    7083

    აქვთ ემოციური საჭიროება, რომ თავი იგრძნონ სასარგებლოდ, იმუშავონ პროდუქტიულად და მოახდინონ საგანთა წესრიგის ორგანიზება, იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით. თუ ეს ყოველივე ქაოტური და არეულია მათ ცხოვრებაში, ისინი შფოთავენ. სჭირდებათ მრავალფეროვნება სამსახურში, რომ მათი ბედნიერების სტიმულირება მოხდეს სათანადო დონეზე. ბევრი მათგანი ამ მოთხოვნილების გამო ხშირად იცვლის სამსახურს, ეძებენ რა ისეთ სამუშაოს, რომელიც სრულყოფილად შეესაბამებათ. სინამდვილეში ნებისმიერ საქმეს აქვს თავისი წილი რუტინა, რაც იწვევს ამ ინდივიდების უკმაყოფილებას. ძალიან მგრძნობიარეები არიან, განსაკუთრებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნებების მიმართ, ემოციურად განიცდიან ფიზიკურ ტკივილს. ხშირად იყენებენ კიდეც ჯანმრთელობის მდგომარეობას — ხაზს უსვამენ თავიანთ პრობლემებს, ან აზვიადებენ მათ, რათა გარშემომყოფებს შეაცოდონ თავი. მიუხედავად ამისა, ესენი ის ხალხია, რომლებიც მუდმივად ცდილობენ პრაქტიკული ფორმებით ( ფინანსურად) დაეხმარონ სხვებს მათი პრობლემების მოგვარებაში და ცხოვრების გაუმჯობესებაში. ძალიან თანამგრძნობი ნატურები არიან, რომლებიც პირდაპირ იზიდავენ ადამიანებს, რომლებსაც მათი დახმარება სჭირდებათ. მათ ხომ საოცარი მოთხოვნილება აქვთ გააუმჯობესონ ან ,,შეაკეთონ” სხვების ცხოვრება. ეს კი გამაღიზიანებელია ისეთი ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს სურვილი მის ცხოვრებაში რაიმე შეცვალონ, ან ვინმემ იხსნას. მზრუნველობა ამ ხალხისთვის სწორედ რაიმე ფორმით სამსახურის გაწევაში გამოიხატება. მათ ძალიან სურთ იყონ საჭირო და შეუცვლელნი. ეს ადამიანები ნამდვილ მებრძოლებს გვანან. თუ ხელმძღვანელია, დიდი მზრუნველობით ექცევა ხელქვეითებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. სასურველის კვებასთან სიფრთხილე გამოიჩინონ.

    დაზიანებისას შესაძლოა გამოვლინდეს იპოქონდრია, სამსახურისადმი გადაჭარბებული ემოციები. ასევე ეს შეიძლება იყოს უკიდურესი სიზარმაცის ნიშანიც.

    მომნელებელი სისტემა სათუთია.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია