მათ მოსწონთ ემოციური გამოცდილების გაზიარება საყვარელ ადამიანებთან და აქვთ მიდრეკილება დრამატიზებისაკენ. სასიყვარულო ურთიერთობები გამოირჩევა სიმძაფრით და მაგნეტიზმით. ამ კავშირების შედეგად ბევრ შინაგან ცვლილებას გაივლიან ცხოვრების მანძილზე. უყვართ ბავშვები, იმის მიუხედავად მათია თუ სხვისი. უამრავი ჰობი აქვთ. ისინი, როგორც წესი, ავლენენ რაიმე ტიპის ტალანტს ხელოვნებაში. დამახასიათებელია ცხოველი წარმოსახვა და ძლიერი ფანტაზია. მუდმივ კავშირში რჩებიან თავიანთ შინაგან ბავშვთან. დაზიანებული მთვარე მიანიშნებს აზარტული თანაშების სიყვარულზე, ხშირ მოკლევადიან რომანებზე, რომლებიც სათანადო კმაყოფილებას ვერ იწვევს. ასეთ შემთხვევებში თამაში უფრო იზიდავთ, ვიდრე მოთამაშე. ეს არის ის, რაც სიამოვნებას ანიჭებთ. რისკი მათი გართობის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამ პროცესში უნდა ახსოვდეთ, რომ უპასუხისმგებლოდ ექცევიან როგორც საკუთარ თავს, ისე ახლობლებს.
ახასიათებთ მძაფრი ემოციური თვითგამოხატვა და მოვლენების დრამატიზება უყვართ. არ მალავენ თავიანთ ინსტიქტურ რეაქციებს ადამიანებისა და მოვლენების მიმართ, შეუფარავად გამოხატავენ პერსონალურ სიმპათიებსა და ანტიპათიებს.
ახასიათებთ ბავშვური ღიაობა და თამაში, რაც ასე ძლიერ იზიდავს სხვებს, მაგრამ იგივე თვისება ხშირად პრობლემას უქმნით, როცა იმპულსურად რისკავენ.
შემოქმედებითი უნარები მკვეთრად გამოხატულია. ძალიან შთამბეჭდავი ნატურები არიან. საოცრად სურთ შვილები. ცხოვრების მანძილზე უამრავი სასიყვარულო კავშირი აქვთ. ცდილობენ ყველაფრისაგან მიიღონ სიამოვნება და ტკბობა. მომხიბვლელობა არ აკლიათ. ბავშვებს არ აძლევენ თავისუფლებას. რომანტიკის მძაფრი მოთხოვნილება გააჩნიათ, ეს ისაა, რაც მათ ემოციებით კვებავს. შესაძლოა რამდენიმე ქორწინება.
მთვარის დაზიანებისას საფრთხეებს წარმოადგენს აზარტული თამაშები, დაულაგებელი სასიყვარულო კავშირები, მძაფრი განცდები, შესაძლოა მორალური კრიზისიც. შვილებთან დაძაბული ურთიერთობა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია