მთვარე მეოთხე სახლში

    0
    11575

    ეს მდებარეობა მიანიშნებს ინდივიდის სახლთან მჭიდრო ემოციურ კავშირზე. მუდამ ცდილობენ შეინარჩუნონ ძველი, ტკბილი მოგონებები. ინტერესდებიან ანტიკვარული ნივთებით, ძველი სახლებით, გენიალოგიით. შესაძლოა ხშირად შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი და თუ ეს ემოციური სტიმულირებისათვის არის საჭირო, მშვენიერია, ხოლო თუ იმპულსური გადაწყვეტილების შედეგია, მოგვიანებით სინანულს გამოიწვევს. ბევრი მათგანი მარადი ბავშვია, რომელიც გაზრდაზე და პასუხისმგებლობის აღებაზე ამბობს უარს. ემოციურად მიჯაჭვულნი არიან ტრადიციებზე, სამშობლოსა და ოჯახზე. მუდმივად გრძნობენ კავშირს იმ ადგილთან, სადაც გაიზარდნენ. ეძებენ დედობრივ მზუნველობას. ოჯახის წევრებს მათზე დიდი გავლენა აქვთ. აინტერესებთ საგვარეულო ისტორია, ყველაფერი რაც წინაპრებს უკავშირდება.

    მთვარის დაზიანებისას სახეზეა არასტაბილურობა, მერყეობა, კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, ბუნდოვანება. მათ განწყობებს მთლიანად განაპირობებს ოჯახური კავშირები. აქვთ გამძაფრებული ინტუიცია.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია