მთვარე მესამე სახლში

    0
    4930

    ძალიან ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ხალხია. შესაძლოა გამოირჩეოდნენ პაროდიის და უცხო ენების სწრაფად ათვისების ტალანტით. საკუთარი ემოციების ინტელექტუალიზებას ახდნენ, ან ძალიან ემოციური საუბრის მანერით გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი ორივეს მიმართავს სხვადასხვა დროს. პიროვნულ განვითარებასთან ერთად ამ ორს შორის ბალანსის პოვნა უნდა შეძლონ. აზრებსა და იდეებს სწრაფად ცვლიან, ხშირად სხვის შეხედულებებს მიითვისებენ და წარმოაჩენენ მათ ისე, როგორც საკუთარს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, არამედ ესაა კრახი საკუთარი შეხედულებების გაცნობიერების პროცესში, რამეთუ ძალიან განმსაზღვრელია ის, თუ რას ფიქრობენ სხვები. საკმაოდ მოუსვენარი და მშფოთვარე ხალხია, გარემოს მუდმივი ცვლა სურთ, თუნდაც სულ მოკლე მანძილზე იმოგზაურონ.

    ხშირად იღებენ გადაწყვეტილებებს ემოციურ საფუძველზე – რადგან ასე გრძნობს, შესაძლოა სწორად მიიჩნიოს, ან იმიტომ მიიჩნიოს მართებულად, რომ ყოველთვის ამ ფორმით აკეთებდა და კომფორტის ზონიდან გასვლა უხერხულობას შეუქმნის. თუნდაც საკმაოდ პრაქტიკულ და რაციონალურ ადამიანად მიიჩნევდნენ თავს, სინამდვილეში ემოციები, განწყობები, ცრურწმენები ახდენენ შეხედულებებზე უზარმაზარ გავლენას. ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც განიხილავენ პერსონალურ საკითხებს და გრძნობებს. მათ მოსწონთ განცდების გახმოვანება. გააჩნიათ კარგი ფსიქოლოგიური ხედვა. აქვთ მუდმივი მენტალური განვითარების მოთხოვნილება და დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა. ეჯავრებათ რუტინა, გამოირჩევიან კარგი მეხსიერებით – უამრავი განსხვავებული ტიპის ინფორმაცია და დეტალი ახსოვთ. აქვთ ცხოველი ფანტაზია. მოგონებების მხატვრულად თხრობა უყვართ.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია