მთვარე მეორე სახლში

0
2499

როცა საქმე ფულს ეხება, ამ ადამიანებს შეუძლიათ იყონ საკმაოდ ხელგაშლილნი — ერთ დღეს დახარჯონ ყველაფერი და შემდეგ იცხოვრონ მოკრძალებულად. ეშინიათ ეჭვების, ამიტომ ურჩევნიათ ყველა გადასახადი თავის დროზე დაფარონ. ასე გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. შეიძლება ერთი თვალის დახამხამებაში დახარჯონ იმპულსურად და ეს მომენტის სწორედ მაშინ დგება, როდესაც ემოციურ დონეზე რაიმეს განიცდიან.  მიჯაჭვულობა ადამიანებზე მათთვის უცხო სულაც არაა. პატივმოყვარეობა შეიძლება გახდეს დიდი პრობლემა. მათ სურთ აღფრთოვანების გამოწვევა სხვებში, რადგან დამოკიდებულნი არიან გარშემომყოფთა შეფასებებზე, სწორედ ეს სჭირდებათ, რომ საკუთარი ღირებულება იგრძნონ. ისინი არც ისე მძაფრად გამოხატავენ ემოციებს. ელოდებიან საჭირო დროს გრძნობების გამოსავლენად და ამას აკეთებენ დეტალების საკუთარ თავში განხილვის შემდეგ.

შემგროვებელი ბუნება გააჩნიათ, რადგან ამ შემთხვევაში საკუთრება აჩენს დაცულობის შეგრძნებას. ანტიკვარები, როგორც კავშირი ყველაფერ ძველთან და ამავდროულად ღირებული ქონება განსაკუთრებით ძვირფასია მათთვის.

ემოციურად დამოკიდებულნი არიან ფულსა და ქონებაზე, ვინაიდან შინაგან სიმშვიდეს სწორედ მატერიალური სიმყარე განსაზღვრავს. ფულის წყარო დედა ან ქალია. ფინანსური შემოსავალი არასოდესაა სტაბილური.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია