მთვარის ეს მდებარეობა მიანიშნებს ადამიანის ემოციურ დამოკიდებულებას ყველაფერი ეფემერულის, არამატერიალურის და მუდმივის მიმართ.
აქვთ მძაფრი ინტუიცია, შთაბეჭდილებები, სიღრმე. იმდენი შინაგანი შეგრძნება ეუფლებათ, რომ თავად იღლებიან. ენერგიის აღდგენისათვის სჭირდებათ განმარტოვება. კონტაქტებს არიდებენ თავს, რადგან მშვიდ გარემოში მოახერხონ გამოჯანსაღება. შესაძლოა გრძნობდნენ, რომ ვერავინ უგებს, ამიტომ მოახდინონ თვითიზოლაცია. იმდენად ზემგრძნობიარე ადამიანები არიან, თავადაც უჭირთ ამ ემოციებში გზის გაკვლევა და სწორად გაანალიზება, თუ კონკრეტულად რა არის მათი შფოთვის მიზეზი. მათი განცდები მათთვისვეა გამოცანა, ამიტომ სიტყვიერად ჩამოყალიბება და გამოთქმა უჭირთ. სულიერების საკითხებისა და ფსიქოლოგიის შესწავლა დაეხმარებათ გააცნობიერონ და გაიზარდონ პიროვნულად. ცხოვრობენ ფანტაზიების სამყაროში. სიმორცხვის გამო ურთულდებათ სილაღე და ემოციების თავისუფლად გამოვლენა. საკმაოდ დაუცველები არიან და პრაქტიკულ პრობლემებთან გამკლავებაში იჩენენ უუნარობას. ამ რომანტიულ ნატურებს იზიდავთ იდუმალება. მათთვის საუკეთესო საქმიანობა იქნება ის , რაც განმარტოების შესაძლებლობით უზრუნველყოფს. უთანაგრძნობენ და ითავისებენ სხვების პრობლემებს, მაგრამ ყოველთვის არ აქვთ უნარი დაეხმარონ მათ.
უარყოფითი გამოვლინება ამ პოზიციის მიანიშნებს უპასუხისმგებლობაზე, იყენებენ თავიანთ ჰიპერმგრძნობელობას როგორც თავის გასამართლებელ მიზეზს. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მოუმწიფებლობაა. ჰყავთ ფარული მტრები, არის ინტრიგები, კომპლექსები, ნევროზი და უამრავი გაუმართლებელი შიში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია