მთვარე მეთერთმეტე სახლში

0
11690

მთვარის ეს მდებარეობა ადამიანს უჩენს მეგობრების ყოლის, ჯგუფების მხრიდან მხარდაჭერის მოთხოვნილებას. ნაცნობობას ეძებენ, რათა მიიღონ მხარდაჭერა და სამაგიეროდ შეუძლიათ შესთავაზონ იგივე. შინაგანი მღელვარების მიზეზი სწორედ ცვალებადი და არამყარი სოციალური ცხოვრებაა. ამ ადამიანებს აქვთ უამრავი იდეალი, ოცნება და იმედი მომავალთან დაკავშირებით და უმეტესობა ამ სურვილებისა ალტრუისტულია, მათ სურთ თესონ სიკეთე, გასცენ უანგაროდ. მისწრაფებები ხშირად იცვლება, ხასიათის ცვალებადობასთან ერთად. ამგვარი მერყეობა კი მიზნის მიღწევაში უშლით ხელს.

ემოციურ დაკმაყოფილებას იღებენ როდესაც ჩართულნი არიან გარკვეული ტიპის ჯგუფების, კლუბების, ასოციაციების საქმიანობაში. საქმე ისაა, რომ ამგვარ გაერთიანებებში ისინი კი არ ითქვიფებიან, არამედ თავის განსაკუთრებულ როლს ასრულებენ მასში. მათი ბედნიერების განცდაზე სამეგობრო წრეს დიდი გავლენა აქვს. აუცილებლად სჭირდებათ ადამიანები ოჯახის გარეთ, ვისაც გაუზიარებენ იდეებს, შეხედულებებს.

გარშემომყოფებში ჭარბობს მდედრობითი სქესის ადამიანები. არის შანსი პოპულარობის მოპოვების.

დაზიანებული მთვარე იწვევს მოკლევადიან ურთიერთობებს, მარტოობა დიდი ტანჯვაა მათთვის, ხშირად ეცვლებათ განწყობა, ამიტომ არაპროგნოზირებადი ქცევა უკიდურეს ფორმებს იღებს.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია