მთვარე მეათე სახლში

0
12470

მთვარის ეს პოზიცია ადამიანებში აღვივებს სახელისა და პატივის მოპოვების სურვილს. მიღწევები და პოპულარობა მათი შინაგანი ბედნიერებისათვის გადამწყვეტ როლს იძენს. საკმაოდ ქარიზმატულები არიან. ყველაზე კარგად მაშინ გრძნობენ თავს , როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი სტრუქტურიზებული და დალაგებულია, მაგრამ ამის მიღწევას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ხშირად იცვლიან მიზნებს, ამბიციებს და პროფესიებს, ეძებენ რა ისეთ სამუშაოს, რომელიც მათ იდეალურად შეეფერებათ.  სურთ ოჯახის წევრებს გაუმართლონ მათთან დაკავშირებული მოლოდინები. ეს იმ პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ ასაკში იღებენ საკუთარ თავზე. დედა პროფესიის არჩევაზე დიდ გავლენას ახდენს და როგორც წესი მშობლები დიდ მოთხოვნებს უყენებენ. იმიჯი და რეპუტაცია ყველაზე ღირებული მონაპოვარია ამ ადამიანებისთვის.

პუბლიკას ზედმიწევნით გრძნობენ და ინსტიქტურად აღიქვამენ რა სჭირდება ადამიანებს. საკუთარი ბუდის აშენება მათთვის მეორეხარისხოვანია, სიმშვიდისა და ბედნიერებისათვის სჭირდებათ სრულფასოვანი რეალიზება კარიერაში. პროფესიული საქმიანობის დროს ახასიათებთ სხვებზე მზრუნველობა. პროფესიები შესაძლოა უკავშირდებოდეს ქალებთან დაკავშირდებულ სფეროებს. მთვარის არამყარი ბუნების გამო კარიერული სტაბილურობა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა გააჩნია სხვა მაჩვენებლებს რუკაზე. ხელოვანი ხალხისათვის კარგი მდებარეობაა.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია