მთვარე პირველ სახლში

0
13741

მათი განცდები ყველასთვის ნათელი და ხილულია. ემოციური და მოუთმენელი ხალხია. რაც უფრო ახლოსაა მთვარე ასციდენტთან, ისინი მით მეტად სწრაფად აალდებიან ხოლმე.  აქვთ ემოციური სტიმულირების მუდმივი მოთხოვნილება. სჭირდებათ გრძნობების სრული გამოხატვისთვის საჭირო სივრცე და თავისუფლება. ეს მათ ბედნიერებას  ანიჭებს. ხასიათი სწრაფად ეცვლებათ, რაც გარშემომყოფთათვის განსაკუთრებით თვალნათელია. ასეთი მძფარი ემოციების გამო, ხშირად ყველაფერს პიროვნულად იღებენ და რეაგირებენ წამიერად. მათ უნდა ისწავლონ, რომ ამგვარი განცდები სხვებსაც გააჩნიათ, ახასიათებთ არაპროგნოზირებადი ქცევა. მალევე იღებენ შთაბეჭდილებებს და აქვთ განსაკუთრებული მგრძნობელობა.

ღიად გამოხატავენ მზრუნველობას და სითბოს. ერთი სიტყვით ნებისმიერი წამიერად გაჩენილი განცდა, იმპულსი, გრძნობა – ყველაფერი ზედაპირზეა. გარშემომყოფთა აზრი გავლენას ახდენს მათზე. განწყობა გადამწყეტ როლს თამაშობს ყოველთვის. მუდმივად შფოთავენ და ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.  უჭირთ ერთი ამორჩეული გზით სიარული, რადგან სწრაფად წარმოშობილი ახალი იმპულსები სხვა ათას მიმართულებას სთავაზობენ. ხშირად იცვლიან სამსახურს, საცხოვრებელ ადგილს, ან სურთ რომ იცვლიდნენ. ძლიერი წარმოსახვა აქვთ და აზროვნების პროცესზე უზარმაზარ გავლენას ახდენს იმ კონკრეტული მომენტის განწყობა. ასევე აქვთ მკვეთრად გამოხატული ინტუიცია და წინათგრძნობა. ცხოვრების მანძილზე უამრავი ცვლილება ელოდებათ. არავითარი სტაბილურობა.

დაზიანებულმა მთვარემ შესაძლოა გამოიწვიოს გადაჭარბებული მორცხოვობა, სიზარმაცე, არაოგანიზებულობა და გაუმართლებელი კაპრიზები.

მთვარე პირველ სახლში ფემინური სენტიმენტების და გრძნობების წინ წამოწევას გულისხმობს. თვითგამოხატვა სრულიად ქალური ბუნებისაა. გარეგნობაში დამახასიათებელია სექსუალურობა. საფრთხე შესაძლოა გახდეს ზედმეტი წონა, რადგან ჭამისაკენ არის მიდრეკილი. მამაკაცის ეს მდებარეობა მიუთითებს დედის მხრიდან გადაჭარბებულ მზრუნველობაზე. დედობრივი გრძნობების/მზრუნველობის გამოხატვა.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია