მერკური მეცხრე სახლში

0
9014

გაუმაძღრად ცნობიმოყვარე და ახალი ცოდნის დაუფლების მუდმივად მწყურვალი. უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს შესწავლი პროცესი, და არა იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, არამედ იმიტომ, რომ გააჩნია ამის დაუძლეველი სურვილი. იგი ხშირად გვევლინება მასწავლებლებლად, რელიგიური წინამძღოლად, სწავლულად, პროფესორად. აქვს თავისი ფილოსოფია და მოსწონს აზრთა გაცვლის პროცესი. ნებისმიერი კომუნიკაციის დროს იგი ცოცხალი, ენთუზიაზმით სავსე და ხალისიანია. არ არის ყურადღებიანი დეტალებისადმი და მიუხედავად ამისა შეუძლია სწრაფად მიაგნოს პრობლემის გადაწყვეტის გზას, ვინაიდან თავიდანვე მზა ფორმით ხედავს მთლიან სურათს და მოსწონს საკუთარი შეხედულებების სხვებისათვის გაზიარება. უკიდურეს სიამოვნებას იღებს, როცა მის მიერ გაზიარებული ცოდნა ადამიანთა ცხოვრებაზე დადებითად მოქმედებს და ხდება მათი შთაგონების წყარო ცხოვრების უკეთესობისაკენ შესაცვლელად, წარმატების მისაღწევად, ან რაიმე ახალი ტიპის გამოცდილების მისაღებად. უყვარს რჩევების გაცემა. თუმცა არ რჩევებს ხშირად აკლია პრაქტიკულობა.

ეს პოზიცია არის უმაღლესი განათლების ნიშანი. ინტერესების სფეროები — ფილოსოფია, რელიგია, სამართალი, საგამომცემლო საქმე. ასევე ცხოველი ინტერესს ავლენს უცხო კულტურებისა და უცხო მიწების მიმართ. უამრავი იდეა, რწმენა და მოსაზრება გააჩნია, რომელსაც დაუნანებლად გამოხატავს.  ეს შეხედულებები გამყარებულია ფაქტებით, ეთიკის ნორმებით, მორალით და რაციონალური დამოკიდებულებებით. გამოირჩევა წერისა და სწავლების ნიჭით. მოუსვენარია, უყვარს მოგზაურობა. მარტივად ითვისებს უცხო ენებს. იმდენად განვითარებულია ინტუიცია, რომ ეს ირგვლივ ყველასთვის შესამჩნევი ხდება. მრავალმხრივი ინტერესების გამო უჭირს ერთ რამეზე კონცენტრირება და საქმის ბოლომდე მიყვანა. შესაძლოა სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს საზღვარგარეთთან. ექნება კონტაქტები უცხოელებთან.

უარყოფით გამოვლინებაში ადამიანი თავის შეხედულებებს უპირატესად მიიჩნევს, ამპარტავანი და ქედმაღალია.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია