მერკური მერვე სახლში

0
8839

ამ პოზიციით დაბადებული ადამიანი ბუნებით გამომძიებელია, ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი საიდუმლოს ფსკერზე ჩავიდეს. აქვს ყველგან შეღწევის უნარი. აზროვნების პროცესი ღრმაა, ინტერესის სფერო ხშირად არის ფინანასები, გადასახადები, დაზღვევა და სხვების მფლობელობაში არსებული რესურსები. (სხვისი ქონება).

მოსწონს ინტრიგები, ზოგადად იზიდავს ყველაფერი ტაბუდადებული, ფარული და აკრძალული. კარგად ახდენს ადამიანების ქცევების ფსიქოლოგიურ ანალიზს, რასაც მათი ქვეცნობიერი მოტივების შეცნობამდე მიჰყავს. სწორედ ამიტომ არის ძლიერი სტრატეგი, აქვს დამაჯერაბელი საუბრის მანერა, რაც სიფრთხილით უნდა გამოიყენოს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ უკიდურესად რაციონალური აზროვნების პარალელურად ის მძაფრი ინტუიციით გამოირჩევა. ამიტომ ხშირად უამრავ ექსპერიმენტს ატარებს საკუთარ ინტუიციაზე. ინტერესდება ეზოთერიკით და ზოგადად სულიერების საკითხებისადმი არაა გულგრილი. შესაძლოა მიიღოს მემკვიდრეობა.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია