მერკური მეშვიდე სახლში

    0
    7973

    ეს ადამიანი მარტივად ადაპტირდება პუბლიკასთან და წარმატებას აღწევს გაყიდვებში, საზოგადოებრივ ურთიერთობებში და იურისპუდენციაში. ასევე კარგად გამოსდით არბიტრაჟი, საშუამავლო საქმიანობა და კონსულტანტობა. მისი ბუნებრივი პარტნიორი ინტელექტუალია. ასპექტი აჩვენებს გონიერი, მჭერმეტყველი პარტნიორის მოზიდვის შესაძლებლობას.

    საკუთარი ფიქრებისა და შეხედულებების უკეთ გასაცნობიერებლად ეს ადამიანი იყენებს დისკუსიას. სხვებთან იდეების გაცვლა უდიდეს გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. საბოლოოდ დასკვნების გაკეთება ამ ინდივიდისათვის სულაც არაა უმტკივნეულო პროცესი, რადგან მედლის მეორე მხარის დანახვაც შეუძლია და სწორედ ამიტომ ხშირად გვევლინება ეშმაკის ადვოკატის როლში. გამოირჩევა მოლაპარაკებების წარმოების ნიჭით, მასში მთელ ინტელექტუალურ რესურსს დებს. პარტნიორთან კომუნიკაციის მოთხოვნილება აქვს, რაც იქნება აზრების გაცვლისა და აზროვნების სტიმულირების წყარო. თუ ამგვარი კომუნიკაციის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის პარტნიორის მხრიდან, თუნდაც დროებით, მარტივად შეიძლება მოწყინდეს. არის შანსი მოიზიდოს არაგულწრფელი და ორპირი ადამიანი, ამ მოდელის თავიდან ასარიდებლად საჭიროა შეწყვიტოს ურთიერთობაში გადამეტებული ანალიზი და დაგეგმვა. უყვარს ქორწინებასა და სასიყვარულო კავშირებზე მსჯელობა. ერთი სიტყვით გონება გულს უსწრებს. საჭიროა გავიდეს იმ ახალ პერსპექტივებზე, რომლებსაც მეგობრები და საყვარელი ადამიანი აძლევს მას. შესაძლოა დაქორწინდეს რამდენჯერმე, ან ადრეულ ასაკში, არის ასევე ასაკით უმცროს ადამიანზე ქორწინების ალბათობა.

    ცალსახად კარგი პოზიციაა იურისტებისათვის.

    უარყოფით გამოვლინებაში ეს შეიძლება იყოს სასამართლო დავები, ორპირი, არასერიოზული მეუღლე, ცილისწამება, სკანდალი, უმიზეზოდ თავის მართლების აუცილებლობა.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია