შესანიშნავი მუშაკია, საერთოდ სამსახური მისი პიროვნული რეალიზების საშუალებაა. ესაა ადამიანი, რომელიც ხშირად ისეთ დეტალებს აკვირდება, რომლებიც სხვებს მხედველობიდან რჩებათ. გონება მუდმივად აქტიურია, რაც ერთგვარ ნევროზულობას აძლევს. დახარისხება, ორგანიზება, სიების ჩამოყალიბება იდეალურად გამოსდის. იმდენად კონცენტრირებულია დეტალებზე, რომ ეს ზრდის საერთო სურათის მთლიანობაში ვერაღქმის საფრთხეს. ადამიანებს შეუძლიათ ენდონ მას, როცა საქმე ეხება შეთანხმებებს, კვლევებსა თუ შეთავაზებებს. მისთვის უმთავრესია თავს სასარგებლოდ გრძნობდეს. იტანჯება იპოქონდრიით, პატარა ტკივილებზეც ამახვილებს ყურადღებას. ჯანმრთელობა და სამსახურეობრივი ვალდებულება ის თემებია, რომელთა მიმართ არასოდესაა გულგრილი. ძალიან კრიტიკული ნატურაა, რაც ხშირად გარშემომყოფთა გაღიზიანებას იწვევს.
საოცრად შრომისმოყვარეა, მაგრამ აქაც უკიდურესობამდე მიდის. პირადი ჰიგიენა მისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. კარგი პოზიციაა ბუღალტრების, ადვოკატების, მეცნიერების და ვაჭრებისათვის.
უარყოფითი გამოვლინებისას ეს ადამიანი ზედმეტად კრიტიკულია. სამსახურს საკუთარ ჯანმრთელობას სწირავს. უამრავ უმნიშვნელო დეტალზე შეუძლიათ გააკეთოს კრიტიკული შენიშვნა, რაც სამსახურში კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი ხდება. ახასიათებს გამძაფრებული შიშები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია