მერკური მეხუთე სახლში

0
8812

ნიჭი ხელოვნების რომელიმე დარგში.

მერკურის ეს პოზიცია დიდ ინტელექტუალურ უნარებს იძლევა თვითგამოხატვაში, შემოქმედებასა და ბავშვების აღზრდის საკითხებში. როგორც წესი ესაა კარგი საუბრისა და წერის უნარის მაჩვენებელი, რადგან ამ პროცესშიც რთავს კრეატივსა და არტისტულ ნიჭს. თვითგამოხატვა ხდება დრამატულად და მძაფრად. მისგან კარგი დრამატურგი, მასწავლებელი და მსახიობი დადგება. კრეატიული და მარტივად აღქმადი ფორმებით შეუძლია სწავლება სხვებისათვის. გონებრივი შეჯიბრებები ამ ინდივიდის სტიმულირების წყაროა, რაც საბოლოო ჯამში, ბედნიერებას ანიჭებს მას. შთამბეჭდავი ორატორი და ყველგან მხირულების შემტანი მეგობარია. მოსწონს ისეთი თამაშები, სადაც ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენაა საჭირო. კარგად გამოსდის ხუმრობები, სიტყვებით თამაში, ტრიუკები . ძალიან ნიჭიერია განსახიერებაში, ძალიან ოსტატურად და დამაჯერებლად იტყუება. აქვს ტენდენცია გასცეს ბევრად მეტი დაპირება, ვიდრე სინამდვილეში შეუძლია შეასრულოს. რომანტიკულ ურთიერთობებში მოსწონს ინტელექტუალური კომუნიკაცია, მის გულზე რომ გახვიდეთ, ჯერ მთავარია მოხიბლოთ გონება. ზოგჯერ ეს პოზიცია მიანიშნებს ერთდროულად რამდენიმე სასიყვარულო კავშირზე. როგორც წესი ძალიან გონიერი ბავშვები ყავს. სექსიც ერთგვარი არტია მისთვის.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია