მერკური მეოთხე სახლში

0
10267

ამ ადამიანს გააჩნია საოცარი წარმოსახვის უნარი, ბევრი უჩვეულო იდეა და გეგმა აქვს. მოსაზრებები საკმაოდ სუბიექტურია და მიკერძოებული. ბევრ მათგანს სახლში მუშაობა მოსწონს და სწორედ იქ ცდილობს სიხალისისა და ინტელექტუალური ატმოსფეროს შეტანას. ხშირად აინტერესებს ისტორია, ფსიქოლოგია და პოლიტიკა. ახალი იდეები და პროგრესი მარტივი მისაღები სულაც არ არის ამ ინდივიდისათვის, მისი აზროვნება ბევრი ტრადიციული შეხედულებით არის სავსე.

სწორედ სახლში ხდება შესწავლის პროცესი, მშობლები, როგორც წესი, განათლებულ და განვითარებული ხალხია, რომელთა მთავარი პროირიტეტი ხარისხიანი განათლებაა. ეს პოზიცია, ასევე, შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის მოხეტიალე ცხოვრების წესზე, იგი ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს. მისთვის ძალიან რთულია მოდუნება, ხშირადაა გაღიზიანებული.

მოსწონს საკუთარი გენიალოგიის კვლევა, აგროვებს ინფორმაციას წინაპრების შესახებ, ცდილობს სწორედ სახლში მოიწყოს საუკეთესო სამუშაო გარემო.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია