მერკური მესამე სახლში

0
10886

გონებამახვილი და ჭკვიანი არსებაა, განსაკუთრებით მჭერმეტყველებით გამოირჩევა. შეიძლება იგი ღრმად არც აანალიზებს, მაგრამ აქვს იდეების უშრეტი მარაგი და უამრავი სახის ტალანტი.

ამ ადამიანს აქტიურობა და გარემოს ხშირი შეცვლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან მღელვარებას გრძნობს. გამოირჩევა სხარტი გონებით, ყავს ბევრი მეგობარი. მარტივად ეწყობა ახალ გარემოს. აქვს კომუნიკაციის მოთხოვნილება, რადგან სურს მიიღოს და გასცეს ინფორმაცია. საოცრად ცნობისმოყვარეა. ხშირად ძლიერი ინტელექტით გამოირჩევა, ამით შეუძლია იამაყოს კიდეც, მთავარია ყოვლისმცოდნეობის ილუზია არ შეიქმნას.

სწრაფად წამოიწყებენ ხოლმე ნებისმიერ საქმეს. სურთ იყვნენ საუკეთესოები იმაში, რასაც აკეთებენ. მათთვის კომპეტენტურობის მთავარი საზომი გამოცდილებაა. შესაძლოა ზედაპირულ კავშირებზე გადაერთოს, რადგან აქვს მოთხოვნილება, რომ მისი გონება მუდმივად დაკავებული და მოუცლელი იყოს. მის ცხოვრებაში და ძმებს, ნათესავებს და ნაცნონებს დიდი ადგილი უჭირავთ. აქვს მწერლისა და ორატორის მონაცემები.  ზედაპირულობისა და მოუსვენრობის გამო შესაძლოა რაიმე ტიპის შეცდომა დაუშვას საბუთებთან მუშაობის დროს, ამიტომ უმჯობესია თუ მეტად ყურადღებიანი იქნება. შეუძლია მარტვივად გადაერთოს ერთი ამოცანიდან მეორეზე, ან მეტიც, აქვს უნარი რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთოს. მას არასოდეს უნელდება ცოდნის მიღების წყურვილი, მისი ცნობისმოყვარე ბუნებას ამის ნებას არასოდეს აძლევს. ყველა ტიპის ახალი ინფორმაცია მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელ სახლშიც არ უნდა მოხვდეს მერკური, ის სფერო ადამიანის ცხოვრებაში აქტიურობითა და უამრავი სიახლითაა სავსე.

ალტერნატიულ ინტერპრეტაციაში – ძალიან ცნობისმოყვარე ნატურაა, რომელსაც უყვარს სწავლება, სწავლა, კითხვა, საუბარი, იდეების გაცვლა. მუდმივად არის მიმდინარე მოვლენების კურსში. შესაძლოა იყოს საკმაოდ ენაჭარტალაც და უყვარდეს ჭორაობა. უამრავი ტიპის ჰობი და ინტერესი აქვს. ყურადღების ობიექტს ძალიან ხშირად იცვლის, დიდხანს ერთ რამეზე კონცენტრირება არ შეუძლია, სამაგიეროდ ინფორმაციას პირდაპირ ჰაერიდან კრებს, სწორედ ამიტომ მის მრავალმხივ ცოდნას აკლია სიღრმეები. მუდამ მზად არის გაუზიაროს სხვებს მის მიერ დაგროვილი ცოდნა. ყველა იმ შანსს გამოიყენებს სადაც საუბარი შეუძლია. ნერვული და მოუსვენარი ინდივიდია.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია