დიდი ფანტაზია, მძაფრი წარმოსახვის უნარი და შთამბეჭდავი ინტუიცია აქვს. მოსწონს იდუმალება, ამიტომ ხშირად ინტერესდება ეზოთერიკით. სურს მიიღოს მისტიური გამოცდილება. უყვარს მარტოობა და კულისებიდან მოქმედება. სწორედ მარტოობაშია იგი განსაკუთრებით პროდუქტიული. კითხულობს სხვების აზრებს და ზოგადად საუკეთესოდ გრძნობს გარშემომყოფთა ქვეცნობიერ იმპულსებს.
ამ ინდივიდის აზროვნების პროცესზე უზარმაზარ გავლენას ახდენს გამოცდილება და ქვეცნობიერი. გადაწყვეტილებებს იღებს გრძნობების საფუძველზე, ლოგიკას არ წყალობს. კარგად ფარავს თავის ფიქრებს და იდეებს. ძალიან თავშეკავებულია. არ მიილტვის კომუნიკაციისაკენ, განსაკუთრებით ბავშვობაში. საზოგადოებაში ხშირად მორცხვობს და ყოყმანობს საუბრის დროს. ურთულდება მეტყველება და საერთოდ თვითგამოხატვა. მისთვის ნამდვილი გამოწვევაა მკაფიოდ და ნათლად აზრების გამოხატვა. უნდა განივითაროს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, რადგან აკლია თავდაჯერებულობა, თუმცა ამას საკმაოდ კარგად ნიღბავს. იზიდავს სიმბოლოები, სენტიმენტები, წარმოსახვა და პარადოქსები. სწავლისას არ ფოკუსირდება ფაქტებზე, შეიმეცნებს უკეთ, როდესაც იდეები მოწოდებულია ვიზუალურად, ემოციურად, შემოქმედებითად და ფანტაზიის დიდი დოზის გამოყენებით. როგორმე უნდა დაძლიოს დანაშაულის გრძნობა და ორპირი ადამიანებისა თუ სახიფათო სიტუაციების შიში, ასევე არ შეეშინდეს, რომ ვერ გაუგებენ.
არის წარმატებული მედიცინის მუშაკი, სწავლული, შუამავალი, ვაჭარი, თარჯიმანი. ამდენად მძაფრი ფანტაზია, ემოციური სიღრმე კარგად ვლინდება ასევე ხელოვნებაში – მუსიკა, კინო, სამსახიობო ხელოვნება.
უარყოფითი გამოვლინება – ცუდ მოგონებებზე ჩაციკვლა, ურთულდება ინფორმაციის ათვისების პროცესი, ყავს ძლიერი მტრები, მიდრეკილია ტყუილებისაკენ, (მათ შორის თავის მოტყუება და ილუზიები) შესაძლოა გაეხვიოს რაიმე ინტრიგასა თუ სკანდალში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია