მერკური მეთერთმეტე სახლში

0
9831

ნამდვილი იდეალისტი და ორიგინალური ნატურაა. საზოგადოებაში ყოფნა მისთვის შთაგონების წყაროა. მაღალგანვითარებულ ინდივიდს ამ პოზიციით აქვს ძლიერი აზროვნება, არაორდინალური ხედვა, პარადოქსული, გამომგონებელი გონება. ხშირად იგი მეცნიერების რომელიმე დარგს მისდევს, რადგან სამეცნიერო კვლევები მისი ცნობისმოყვარე, გამომგონებელი ბუნებისთვის კომფორტის ზონააა. ურთიერთობებში თანასწორობა მოსწონს. მეგობრობა ყველასთან შეუძლია.

იგი უსაზღვროდ ცნობისმოყვარეა ადამიანების, ჯგუფური ურთიერთობების, საზოგადოებრივი საქმეების, ტენდენციების და გუნდების მიმართ. იზიდავს ადამიანები, რომლებსაც ახალი გამოცდილება მოაქვთ მის ცხოვრებაში და ახალი იდეების შემოტანით ამაღლებენ ინტელექტუალურ დონეს. განსაკუთრებით მოსწონს მაღალგანვითარებული ინდივიდები სამეგობროდ, რადგან მათთან შეუძლია მსჯელობა, მეგობრობა უფრო ცოდნის გაზიარებას მოიცავს, ვიდრე ემოციურ დონეს. ძალიან შორსმჭვრეტელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი ნატურაა. პატიოსანი თამაში, ობიექტურობა და ნაკლები ეგოიზმი არის ყველაზე დიდი იდეალი მისთვის. ბევრი ცვლილება და მერყეობა შეიძლება იყოს პერსონალურ სურვილებში, ოცნებებში, გეგმებსა და იდეალებში. შესაძლოა მოიზიდოს ორპირი ადამიანები, რომლებიც მოდიან და მიდიან მისი ცხოვრებიდან.

მეთერთმეტე სოციალური კავშირების სახლია, მერკურის ეს პოზიცია კი საკმაოდ კომპლექსური გონების მაჩვენებელია. იგი სავსეა უამრავი იდეით და ფიქრით. ამ ადამიანის დამოკიდებულება უპიროვნოა, მაგრამ ყოველთვის მეგობრული. ახასიათებს კომუნიკაციისა და იდეების გაცვლის მძაფრი სურვილი, ყველას ადამიანს თანაბარი სიმპატიით ექცევა.

ძირითადი ინტერესების სფერო – ასტროლოგია,მეცნიერება, ფილოსოფია. შესაძლოა გააჩნდეს უამრავი ინტელექტუალური ჰობი.

უარყოფითი გამოვლინებისას ექსცენტრული ნატურა, მავნე კავშირები, ღალატი მეგობრების მხრიდან, არაპრაქტიკულობა, უსაფუძვლო იდეები. დაზიანებული მერკურის შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა იყოს მატყუარა, უსაგნოდ მოლაყბე.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია