მერკური მეათე სახლში

0
9494

კარგად ითვისებს ენებს და ნაყოფიერად იყენებს პროფესიულ საქმიანობაში.  მოლაპარაკების კარგი უნარები აქვს. საკმაოდ ავტორიტეტული ფიგურა შეიძლება იყოს. არის შანსი ჰქონდეს რამდენიმე სამსახური ერთდროულად. კარიერულ მიმართულებას ხშირად იცვლის, ან აქვს სამსახური, რომელიც მუდმივად მოძრაობის საშუალებას აძლევს. მთავარი გამოწვევა და სტიმული მისთვის არის ხშირი ცვლილებები და აქტიურობა.

გამოირჩევა წერისა და საუბრის ნიჭით, რომელსაც წარმატებით იყენებს კარიერული წინსვლისთვის. კარიერა მნიშვნელოვანია ამ ადამიანისათვის, წინსვლის სტრატეგია კი მკვეთრად განსაზღვრული, რომელშიც მოიაზრება განათლებაც და მოსამზადებელი პერიოდი მიზნის განხორციელების გზაზე. კარგად გადასცემს პუბლიკას თავის იდეებს. ნამდვილი მჭერმეტყველია. სწორედ ამან შეიძლება მოუტანოს აღიარება და წარმატება. კარგად გამოავლენს თავს როგორც ჟურნალისტი, ლექტორი, მწერალი ან ფსიქოლოგი. ცდილობს ჩააყენოს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები მის სამსახურში.

უარყოფით გამოვლინებაში უპრინციპო, არამყარი ნატურაა, მისი სტატეგია არ ამართლებს, ვერ მოიპოვებს საჭირო მხარდაჭერას. დიდი ნევროზულობა საკუთარი პასუხისმგებლობისადმი.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია