მოუსვენარი, ცვალებადი, მრავალფეროვანი, ყველა გარემოსთან მარტივად ადაპტირებადი, მოხერხებული ინდივიდია. სიტყვაუხვი, ორატორი და მჭერმეტყველია. მოსწონს საუბარი, მაგრამ მოსმენის უნარი თავად არ გააჩნია. თანამოსაუბრის სმენის ნაცვლად იმაზე ფიქრობს რა თქვას შემდეგი. ცოცხალი და საინტერესოა. უსწრაფესად ადაპტირდება ნებისმიერ ახალ გარემოსთან. სიახლეებისადმი ცნობისმოყვარე და ინტერესიანია. პირველივე რეაქცია მოდის გონებიდან და არა ემოციიდან. კავშირების დამყარება ძალიან სასიამოვნო პროცესია მისთვის, ასე ბევრ ახალ ინფრომაციას იღებს. თუ პლანეტა დაზიანებული არაა მას კარგი გადმოცემის უნარი აქვს. აქვს ინტელექტი, თუმცა მისი შეხედულებები მთლიანად აგებულია მისივე ეგოს გარშემო, რაც სხვების პოზიციების გათავისებაში უშლის ხელს. მწერლობისთვის კარგი პოზიციაა. ცხოვრებას აღიქვამს ინტელექტუალური გადმოსახედიდან. კარგი ლოგიკა აქვს და რაციონალურია. მას არ შეუძლია იყოს პასიური, მუდმივ მოქმედებაშია. გონებრივი საქმიანობა მისთვის მნიშვნელოვანია.
უარყოფით გამოვლინებებში შეიძლება მოგვცეს საკუთარი აზრების არაადეკვატურად გამოხატვა, ნევროზულობა, მოლაყბეობა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია