ეს ადამიანი კარგი მუშაკია, რომელიც აფასებს არამარტო შედეგს, არამედ თავად პროცესს. კონცენტრირდება ხოლმე მეთოდზე და ყველა ნაბიჯი გააზრებული და განსაზღვრული აქვს. მოსწონს ძვირადღირებული საგნები. აქვს ფულისა და ქონების დაგროვები დიდი სურვილი. მატერიალური და ფინანსური შემოსავლებით უზრუნველყოფა მისი ამბიციების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრები მაშინ, თუ ამ ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია. სამაგიეროდ, საკმაოდ იმპულსურია ხარჯვაშიც. მესაკუთრეა როგორც საგნების, ისე ადამიანების მიმართ. მოსწონს ფიზიკური გამოწვევები, სწორედ ფიზიკური შესაძლებლობები და ენერგია არის ის საზომი საშუალება, რითაც თვითშეფასებას ახდენს. მოსწონს დამოუკიდებლად შრომა.
რადგან ფულის გამომუშავების და ხარჯვის დრაივი აქვს, ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს ფულის მართვა. უყვარს შეჯიბრი ბიზნესში. ფინანსური მიზნების მიღწევისათვის შეუძლია რისკზე წასვლა. წარმატებული იქნება თუ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.
უარყოფით გამოვლინებებში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — ფულის თაღლითური გზებით გამომუშავება, მფლანგველობა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია