უყვარს მოგზაურობა. ინტერესდება რელიგიური და ფილოსოფიური თემებით. ჭეშმარიტად შთამბეჭდავი ,,დიაპაზონით” გამოირჩევა – ათეიზმიდან უკიდურეს რელიგიურ ფანატიზმამდე. მისთვის შემეცნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. მგზნებარე იდეალისტია, რომელიც თავისუფლად გამოხატავს თავის შეხედულებებსა და იდეებს. ცდილობს თავის აზრზე გადმოიყვანოს ადამიანები და როდესაც ამას ვერ აღწევს ღიზიანდება. თავგადასავლების მოყვარული და ავანტიურისტია.
გახსნილი გონება აქვს და უყვარს გამოწვევა დებატებში. ხშირად სხვის აზრს პატივს არ სცემს. გააჩნია მძლავრი, მკვეთრი სექსუალური ენერგია. სექსი მისთვის ერთ-ერთი სახეობის სპორტია. კეკლუცია. გარშემომყოფებს იზიდავთ მისი იუმორის გრძნობა და გულიანი სიცილი. აინტერესებს ცხოვრება მის ყველა გამოვლინებაში. მისი იდეალური პარტნირი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გააცინოს და მოუყვეს რაიმე საინტერესო ცხოვრების შესახებ.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – ადამიანი ერთ ადგილს ვერ იმკვიდრებს, სულ მოძრაობაშია, კონფლიქტები უცხოელებთან, კამათი ყველასთან და ყველგან, სხვისი აზრის დაკნინება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია