მარსი მერვე სახლში

    0
    3740

    მოსწონს ექსტრემი და მძაფრი შეგრძნებები, გამოირჩევა ამტანობის უნარით. კრიზისულ სიტუაციებში ინარჩუნებს სიმშვიდესა და ნათელ გონებას, შეუძლია იყოს საოცრად ცივსისხლიანი. ყოველივე ეს განვითარებაში ეხმარება.

    ყოვლისმომცველი სურვილები აქვს და თუ მოინდომებს რამეს, აღწევს კიდეც მიზანს. არის შანსი გამოსცადოს ფულისა და სიყვარულის უკმარობა, რაც დაუფლების აზარტს კიდევ მეტად უძლიერებს. უკვე ზრდასრული შესაძლოა ბავშვობიდან გამოყოლილ რაიმე ტიპის სექსუალი ტრავმას ებრძოდეს.   ტყუილსა და სიყალბეს სენსორულად გრძნობს. არაა გამორიცხული ჰქონდეს რამდენიმე ტალანტი — მედიცინაში, ფინანსებში, იურისპუდენციაში. იზიდავს ყველა ტიპის კვლევა, იქნება ეს სამეცნიერო თუ ფსიქოლოგიური ხასიათის. აქტიური სექსუალური დრაივით გამოირჩევა. პარტნიორში სიღრმეებამდე, სულის ყველაზე ბნელ კუნჭულებამდე აღწევს და აღიზიანებს თუ ამ შეცნობის გზაზე რაიმე დაბრკოლებას შეეჩეხა. ეს მარსი აჯილდოვებს მაგიური უნარებით, თავისი მაგნიტური ენერგეტიკით სხვებზე ზემოქმედების უნარი აქვს. მისტიკის, ეზოთერიკის და ოკულტიზმის მიმართ ინტერესს ავლენს. აღსანიშნავია სხვისი ქონების მართვის ნიჭი და მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობა.

    უარყოფით გამოვლინებაში ( როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – თვითგანადგურებისაკენ სწრაფვა, გაუმართლებელი ექსტრემალური მიდრეკილებები, ავანტიურიზმი, ბედისწერის მუდმივი გამოცდა, ბედის გაუთვალისწინებელი დარტყმები. ასპექტმა შესაძლოა უბიძგოს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. სიკვდილის შიში.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია