სოციალურად აქტიური პიროვნებაა და პუბლიკასთან თავდაჯერებულობის ნაკლებობას არ განიცდის. ძლიერნი ამა ქვეყნისანი ხშირად ეხმარებიან მას. ამ ადამიანს საკუთარი ენერგიის მართებულად გამოყენება უჭირს – ვერ არჩევს საჭირო დროს და ადგილს. მარტივად იჩენს მტრებს.
უზღვავი სექსუალური ენერგიის მაჩვენებელია. ხშირად უტაქტობასა და უხეშობას ავლენს, ადამიანებს მუდმივადა რაღაცას უმტკიცებს. სჭირდება პარტნიორი, რომელიც მის გამოწვევას შესძლებს. პირად ურთიერთობებში ხშირია კონფლიქტები და თავადაც მიდრეკილია ისეთი ადამიანის მოძიებისაკენ, რომელიც მისი ხასიათის ყველაზე აგრესიული ნაწილის პროვოცირებას მოახდენს. მისი პარტნიორები, ქორწინებასა თუ საქმეში, ჩვეულებრივ აგრესიული ნატურები არიან და იმპულსური ქცევა ახასიათებთ. აღნიშნული კავშირები გაცილებით მშვიდობიანი რომ გახდეს, საჭიროა დაეუფლოს კომპრომისზე წასვლის ხელოვნებას და ისწავლოს სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენა.
შესაძლოა დაქორწინდეს ახალგაზრდა, ან ძალიან სწრაფად.
უარყოფით გამოვლინებაში (როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – იმპულსური ხასიათი, ეხვევა სკანდალებში, უთანხმოება მეუღლესთან, განქორწინების საფრთხე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია