მიდრეკილია შრომისაკენ, მთელ ენერგიას საქმეში დებს. მნიშვნელობა არ აქვს ვისთვის აკეთებს ამას. გამოირჩევა განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობით და ნებისყოფის წარმოუდგენელ ხარისხს აჩვენებს. ეჯავრება სიზარმაცე. გამოხატავს პროტესტს, როდესაც თანამშრომლები არ იზიარებენ მის ენთუზიაზმს და საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ მიდიან კონკრეტულ შედეგებამდე. მარტივად გამოჰყავს წყობიდან გაჭიანურებულ პროცესს. აქვს ორგანიზების, დახარისხების, რეორგანიზების, კლასიფიცირების და ანალიზის ტალანტი. მარტივად ღიზიანდება, როდესაც ვინმე ერევა მის საქმეში, ან აკრიტიკებს. სწრაფად სურს შრომის ნაყოფის ხილვა. ეს მომთხოვნი ადამიანი საკმაოდ გულუხვი მეგობარია.
აგრესიული კრიტიკის მანერამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას თანამშრომლებთან, ამიტომ საჭიროა ისწავლოს ემოციების კონტროლი. ნამდვილი პერფექციონისტია. თუმცა არაა გამორიცხული დეტალებზე ყურადღების გამახვილების გამო გაცილებით მნიშვნელოვანი რამ გამორჩეს მხედველობდან.
ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობას.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – გადაჭარბებული შრომით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები, სამუშაო, რომელიც ზიანს აყენებს, კონფლიქტები თანამშრომლებთან.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია